ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიაში დავით აღმაშენებლის კვირეული კალიგრაფიის კონკურსით გაიხსნა
სკოლა-გიმნაზიის 151 წლის იუბილე მხედრული და ნუსხური დამწერლობის კონკურსით აღინიშნა.
2026 წლის 3 თებერვალს, მისი ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ასევე ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, სკოლა-გიმნაზიის დაარსებიდან 151 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის კვირეული დაიწყო.
კვირეულის გახსნა კალიგრაფიის კონკურსით გაიმართა, რომელიც მხედრულ და ნუსხურ დამწერლობაში შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავდა. ღონისძიებას აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
კალიგრაფიის კონკურსის მიზანი იყო ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივება და დავით აღმაშენებლის ეპოქის სულიერი და საგანმანათლებლო მნიშვნელობის წარმოჩენა.
დავით აღმაშენებლის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება, რომლებიც სკოლის მრავალწლოვან ისტორიასა და მის მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, თბილისში სასულიერო პირების საინფორმაციო-საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა.