ქუთაისში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

2824
05 თებერვალი 16:02
9
 სამეცნიერო კონფერენცია. ფოტო: ეპარქიის გვერდი სამეცნიერო კონფერენცია. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ღონისძიება ეძღვნებოდა იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წლისთავს.

2026წლის 4 თებერვალს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) დაბადებიდან მე-200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლისთავს.

კონფერენცია გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის მრავალმხრივი საეკლესიო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მეცნიერულ გააზრებას.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ექვსი მოხსენება, რომლებიც შეეხებოდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობის სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს — საეკლესიო მშენებლობას, პედაგოგიკურ მემკვიდრეობას, მისიონერულ საქმიანობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსებას. მომხსენებლებს შორის იყვნენ ისტორიისა და პედაგოგიკის დოქტორები, პროფესორები და აკადემიკოსები, რომლებმაც ფართო ისტორიულ და სულიერ კონტექსტში წარმოაჩინეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის როლი XIX საუკუნის საქართველოს ეკლესიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ღვაწლის მნიშვნელობას ქართული ეკლესიისა და ეროვნული განათლების ისტორიაში და წარმოაჩინა მისი სულიერი მემკვიდრეობის კვლევის აქტუალობა თანამედროვე ეპოქაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა ბორჯომსა და ბაკურიანში გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ