თბილისში სასულიერო პირების საინფორმაციო-საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა

2824
05 თებერვალი 15:21
11
სასულიერო პირების საინფორმაციო-საორგანიზაციო შეხვედრა. ფოტო: მამა დავითი დათუაშვილი facebook გვერდი სასულიერო პირების საინფორმაციო-საორგანიზაციო შეხვედრა. ფოტო: მამა დავითი დათუაშვილი facebook გვერდი

შეხვედრაზე განიხილეს ქართული მიწების გასხვისების, მიგრაციის ზრდისა და დემოგრაფიული გამოწვევების საკითხები.

2026 წლის 4 თებერვალს თბილისში გაიმართა სასულიერო პირების საინფორმაციო-საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც განხილული იქნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები — ქართული მიწების გაყიდვა, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიური ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით მიგრანტების შემოსვლა, ქართველი ერის დემოგრაფიული კვდომა და უცხოტომელებისათვის ბინადრობის უფლების გამარტივებულად გაცემის პრაქტიკა.

შეხვედრის მონაწილე სასულიერო პირებმა აღნიშნულ თემებზე საკუთარი შეხედულებები და შეფასებები გამოთქვეს, იმსჯელეს არსებულ რისკებსა და შესაძლო შედეგებზე, რომლებიც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ, კულტურულ და დემოგრაფიულ უსაფრთხოებას.

შეხვედრის დასასრულს მამები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია აღნიშნულ საკითხებზე ერთიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, პრობლემების სიღრმისეული და ობიექტური შეფასება და ამ მიზნით სასულიერო პირების ფართომასშტაბიანი შეხვედრის მომზადება, სადაც მოხდება საერთო პოზიციის ფორმირება და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ხუთვარსკვლავიანი ტურისტული პროექტი სინას მონასტრის იერსახეს ცვლის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ