ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა ბორჯომსა და ბაკურიანში გაიმართა

2824
05 თებერვალი 10:22
20
ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა. ფოტო: sazu.ge ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა. ფოტო: sazu.ge

შეხვედრაზე განიხილეს არაფორმალური განათლების როლი და მოსწავლეებში ღირებულებების განვითარების მნიშვნელობა.

2026 წლის 4 თებერვალს გაიმართა ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის საჯარო სკოლების წარმომადგენლებისთვის.

შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ანი კუდუხაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილე სკოლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ღირებულებითი განათლების კლუბების მიზნებზე, საქმიანობის ფორმატზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც აღნიშნული კლუბები მოსწავლეებს სთავაზობენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არაფორმალური განათლების მნიშვნელობას, მოსწავლეებში ზნეობრივი, მოქალაქეობრივი და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების განვითარებას, ასევე აქტიურ ჩართულობასა და დიალოგზე დაფუძნებულ სწავლების პროცესს.

გაცნობითი შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები კლუბების მუშაობისა და სამომავლო განვითარების შესახებ.

ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ყველა სკოლასა და მონაწილეს ნმაქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნეს, რომ ღირებულებითი განათლების კლუბები განაგრძობენ განვითარებასა და გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიის არქიდიაკონ დემეტრეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ