დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მართლმადიდებლურ დედათა მონასტერში მადლით სავსე მსახურება აღავლინა
მსახურება დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, 25 იანვარს, მონასტრის დედათა თხოვნით გაიმართა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ღვთის მადლითა და წყალობით, მონასტრის დედათა თხოვნით, 25 იანვარს მთავარ ანგელოზი გაბრიელის სამრევლოს მოძღვარმა დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მადლით სავსე მსახურება აღავლინა მართლმადიდებლურ დედათა მონასტერში.
მონასტერში გამართული ეს დღე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სულიერი ატმოსფეროთი, სიმშვიდითა და ღვთის მადლით. მსახურების შემდეგ განსაკუთრებით აღინიშნა მონასტრის დედათა თბილი და გულითადი მიღება, სულიერი საუბარი, ყურადღება და გულუხვი მასპინძლობა, რომელმაც დამსწრეთა გულებში ღრმა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა.
სამრევლოს სახელით გამოითქვა გულწრფელი მადლიერება დეკანოზ სპირიდონ გრიგოლაშვილის მიმართ მშვიდობითა და ღვთის მადლით აღსავსე დღისთვის.
ღვთის ნებითა და წყალობით, სამრევლო იმედოვნებს, რომ მსგავსი სულიერი შეხვედრები მომავალშიც არაერთხელ აღიბეჭდება როგორც მეხსიერებაში, ისე სამრევლოს ისტორიაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი იოანე (კვარაცხელია) მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.