სტრასბურგის ქართული ხალხური სიმღერების გუნდი სადარისის კონცერტი ქალაქ ნანსიში
„სადარისი“ ნანსის მსმენელის წინაშე წარსდგა, ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულებით.
2025 წლის 25 იანვარს, ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციის მიზნით,
ნანსიში წარმატებით გაიმართა სტრასბურგის ქართული ხალხური სიმღერების გუნდის „სადარისის“ კონცერტი.
კონცერტის პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური და ქალაქური სიმღერები ისმოდა ტრადიციული ინსტრუმენტების თანხლებით, რაც მსმენელს ქართული მუსიკალური კულტურისა და მრავალხმიანობის უნიკალურ სილამაზეს აცნობდა.
გუნდის სახელით მადლობა გადაეცა ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ნანსის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ სამრევლოს, რომელიც გულთბილად მასპინძლობდა ქართულ გუნდს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლოს საკვირაო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ.