სამთავროს დედათა მონასტრის კრებულმა დედა იღუმენიას 78 წლის იუბილე მიულოცა

2824
22 იანვარი 15:23
20
იღუმენია ქეთევანი. ფოტო: სამთავროს დედათა მონასტერი იღუმენია ქეთევანი. ფოტო: სამთავროს დედათა მონასტერი

მონასტრის დედებმა იუბილარს მრავალჟამიერი სიცოცხლე და დღეგრძელობა უსურვეს.

სამთავროს დედათა მონასტრის კრებულმა გულითადად მიულოცა დედა იღუმენიას დაბადებიდან 78 წლის იუბილე. მონასტრის დედებმა იუბილარს მრავალჟამიერი სიცოცხლე და დღეგრძელობა უსურვეს.

მონასტრის კრებულის თქმით, ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი და სათნო დედაა, ხოლო მათთვის, ვინც დედა იღუმენიას კალთას არის შემოფარებული, ეს დედობრივი სითბო ყოველდღიურად შეგრძნებადია. დედები აღნიშნავენ, რომ მისი სიყვარულითა და მზრუნველობით სულიერად იზრდებიან და მადლობას სწირავენ უფალს იმისთვის, რომ მისი შვილები არიან.

კრებულმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დედა იღუმენიას ლოცვასა და მეოხებაზე, როგორც იმ ძალაზე, რომელიც განსაცდელების დაძლევაში ეხმარებათ და ღვთის სასუფევლისკენ გზას უხსნით. მათი თქმით, არა მხოლოდ მისი სიტყვა და დარიგება, არამედ ერთ ოთახში მასთან ერთად ყოფნაც კი, მათთვის გონების განმწმენდი და განმანათლებელია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორში ნათლისღების დღესასწაული საზეიმო ლიტურგიითა და დიდი აიაზმის კურთხევით აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ