ლიდერთა სკოლის კურსის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
შეჯამდა კურსი „ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები“.
ლიდერთა სკოლის ფარგლებში გაიმართა კურსის „ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები“ დასკვნითი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა მიერ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება და თანამედროვე იდეოლოგიურ საკითხებზე კრიტიკული მსჯელობის გაღრმავება.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართება, იდეოლოგიის არსი, ადამიანის სულის არსებობის საკითხი და სხვა აქტუალური პრობლემატიკა, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების წინაშე დგას.
მონაწილეებმა წარმოადგინეს თეორიული ანალიზები და საკუთარი ხედვები, რითაც გამოიკვეთა კურსის მთავარი გზავნილი — ქრისტიანული ფასეულობები და თანამედროვე გამოწვევების გააზრება ქმნის მყარ საფუძველს, რომელზეც ახალი თაობის ლიდერები შეძლებენ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით მოქმედებას.
კურსი განხორციელდა დავითიანნისა და „საზოგადოება ივერიისას“ თანამშრომლობით. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის დოქტორანტი თორნიკე გოგინაშვილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 18 იანვარს ეკლესია თეოპემპტი ნიკომიდიელ ეპისკოპოსს და თეონა მოგვყოფილს იხსენებს.