ახალ შუამთაში წმინდა იოანე ნათლისმცემლის კრების სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა

2824
21 იანვარი 19:46
24
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი სადღესასწაულო მსახურებაზე მონასტრის დედებთან ერთად. ფოტო: ალავერდის ეპარქია აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი სადღესასწაულო მსახურებაზე მონასტრის დედებთან ერთად. ფოტო: ალავერდის ეპარქია

აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში საზეიმო წირვა აღასრულა და მონასტრის წინამძღვარი დააჯილდოვა.

20 იანვარს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის კრების დღესასწაულზე, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში.

სადღესასწაულო მსახურების ფარგლებში, მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი), დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით. ასევე, მას გადაეცა საწინამძღვრო მანტია და კვერთხი.

ამავე დღეს აღინიშნა იღუმენია იოანას დაბადებიდან 60 წლის იუბილე და მისი მფარველი წმინდანის — წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენება. მონასტრის დასმა და მრევლმა გულითადად მიულოცა იღუმენიას მიღებული ჯილდო, რომელიც ღვთის კურთხევით ალავერდის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე დავითმა გადასცა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორში ნათლისღების დღესასწაული საზეიმო ლიტურგიითა და დიდი აიაზმის კურთხევით აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ