თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა

2824
21 იანვარი 15:45
11
პირდაპირი ჩართვა სამების საკათედრო ტაძრიდან. ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის სქრინშოტი პირდაპირი ჩართვა სამების საკათედრო ტაძრიდან. ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის სქრინშოტი

სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ ტაძრის ეზოში ტრადიციულად დიდი აიაზმის კურთხევა აღესრულა.

19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. მრევლთან ერთად წირვას სასულიერო პირები დაესწრნენ.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ტაძრის ეზოში ტრადიციისამებრ აღესრულა დიდი აიაზმის კურთხევა. წყალკურთხევის მსახურება სასულიერო პირებთან ერთად მამა ილია ნასიძემ აღავლინა.

მორწმუნეებმა ნაკურთხი წყალი სახლში წაიღეს, მართლმადიდებლებს ნაკურთხი წყლის გამოყენება მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ნაკურთხ წყალს მაცხოვრის მიერ ნაკურთხი, მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს.

მსახურების დასრულების შემდეგ მამა ილიამ მრევლს ქადაგებით მიმართა: ,, გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. წყალი რომელიც იკურთხა, უფალმა აკურთხა. ის ყოველ დილას სეფისკვერთან ერთად უნდა მიიღოს ყველა მართლმადიდებელმა. ასევე როგორც პატრიარქმა გვაკურთხა, წყალი ყველა ოთახში უნდა ასხუროთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ამინ.”

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორში ნათლისღების დღესასწაული საზეიმო ლიტურგიითა და დიდი აიაზმის კურთხევით აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ