გორში ნათლისღების დღესასწაული საზეიმო ლიტურგიითა და დიდი აიაზმის კურთხევით აღინიშნა
სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გორის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
19 იანვარს, ნათლისღების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.
შეგახსენებთ, 19 იანვარს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საუფლო დღესასწაულს – ნათლისღებას (ღმრთის განცხადებას) ზეიმობს. ეს არის დღე, როდესაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სიმდაბლით მიიღო ნათლობა იოანე ნათლისმცემლისგან მდინარე იორდანიაში და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ კაცობრიობას ცოდვათა მოტევება და ახალი ცხოვრება მინიჭებოდა.
საზეიმო ლიტურგიას ესწრებოდნენ სამღვდელოება, ტაძრის მსახურნი და მრევლი. მსახურების დასრულების შემდეგ შესრულდა დიდი აიაზმის — წყლის კურთხევის წესი, რომლის დროსაც იკურთხა წყალი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 18 იანვარს ეკლესია თეოპემპტი ნიკომიდიელ ეპისკოპოსს და თეონა მოგვყოფილს იხსენებს.