საფრანგეთის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში წირვა, წყლის კურთხევა და ნათლობა გაიმართება
18 და 19 იანვარს ტაძარში ჩატარდება წირვები, დიდი და მცირე აიაზმის კურთხევა და ნათლობა.
კვირას, 18 იანვარს, საფრანგეთის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში ჩატარდება საღმრთო ლიტურგია. წირვის დასრულების შემდეგ შესრულდება წყლის კურთხევა (დიდი აიაზმა).
ასევე, ორშაბათს, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძარში კვლავ აღესრულება საღმრთო ლიტურგია, რომლის შემდეგაც იკურთხება წყალი (მცირე აიაზმა).
ორივე დღეს წირვა დაიწყება დილის 10:00 საათზე.
19 იანვარს, 13:00 საათზე, ჩატარდება ნათლობის საიდუმლო.
ტაძრის მღვდელმსახურები მლოცველებს თხოვენ, თან იქონიონ წყლის ჭურჭელი.
ტაძარი სიყვარულით იწვევს ყველა მორწმუნეს წმინდა დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს იხსენებს.