დიჟონში შეხვედრა გაიმართება ქართველ თანამემამულეებთან, სამრევლოს ჩამოყალიბების საკითხზე

2824
16 იანვარი 20:44
17
დიჟონის ნოტრ-დამი. ფოტო: ღია წყარო დიჟონის ნოტრ-დამი. ფოტო: ღია წყარო

იღუმენ ეფრემი (ჯოლოხავა) დიჟონში შეხვდება ქართველ ემიგრანტებს.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, სამშაბათს, 20 იანვარს, ქალაქ დიჟონში გაიმართება შეხვედრა ქართველ თანამემამულეებთან, რომელსაც უხელმძღვანელებს იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა).

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ქალაქ დიჟონში ქართული მართლმადიდებელი სამრევლოს ჩამოყალიბების პერსპექტივებსა და მომავალში საღმრთო წირვების რეგულარულად აღსრულების შესაძლებლობას.

შეხვედრა დაიწყება საღამოს 19:00 საათზე.
მისამართი:10 Rue Léon Mauris, 21000 Dijon

მოწვეული არიან დიჟონსა და მიმდებარე ქალაქებში მცხოვრები ყველა ქართველი თანამემამულე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს იხსენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ