გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის პირველი ნომერი
ახალი ნომერი მკითხველს სთავაზობს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს, საეკლესიო ქადაგებებს, მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და ისტორიულ მასალებს.
გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის 1 ნომერი. ახალი გამოცემის ფურცლებზე წარმოდგენილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, აგრეთვე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებები სულთმოფენობიდან 28-ე, 30-ე და 31-ე კვირას, ასევე პატრიარქის აღსაყდრების დღეს. ნომერში გამოქვეყნებულია მისივე სიტყვა აფხაზეთისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე.
გაზეთი მოიცავს ქრონიკასა და საინფორმაციო მასალებს, მათ შორის ბათუმში გამართულ საღამოს — „სიყვარულით პატრიარქს“, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, პატრიარქის მიმართვას 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეებს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებას, ასევე ინფორმაციას დაჯილდოებებისა და ხელდასხმების შესახებ.
ნომერში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი შეხვედრების ამსახველი მასალები, პატრიარქის სამძიმრის წერილები და სამძიმარი, წერილი „შობა კახში“, ღვთისმეტყველური ნარკვევი თემაზე — „ღვთის განკაცება ადამიანის განღმრთობის პირობაა“, ასევე ისტორიის რუბრიკა, რომელიც მღვდელ აბრაამ ტარიელაშვილს ეძღვნება.
გაზეთის ახალი ნომრის შეძენა შესაძლებელია ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებსა და სპეციალურ სტენდებთან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იზმირში ქართული მართლმადიდებელი თემისთვის საღმრთო ლიტურგია აღესრულა.