იზმირში ქართული მართლმადიდებელი თემისთვის საღმრთო ლიტურგია აღესრულა

2824
15 იანვარი 21:26
16
 საღმრთო ლიტურგია არქიმანდრიტმა ილია ჯინჯოლავამ აღასრულა. ფოტო: ეპარქიის გვერდი საღმრთო ლიტურგია არქიმანდრიტმა ილია ჯინჯოლავამ აღასრულა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ღონისძიებას სმირნელი მიტროპოლიტი ბართლომეოსი ესწრებოდა.

მიმდინარე წლის 15 იანვარს, თურქეთის ქალაქ იზმირში, ადგილობრივი ქართული მართლმადიდებელი თემისთვის, სმირნელი მიტროპოლიტის, მეუფე ბართლომეოსის ლოცვა-კურთხევითა და მისი თანდასწრებით, საღმრთო ლიტურგია არქიმანდრიტმა ილია ჯინჯოლავამ აღასრულა.

წმიდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ გაიმართა ტრადიციული სამრევლო აღაპი. ამის შემდგომ კი შედგა ქართული სამრევლოს ჟურნალ-ალბომის პრეზენტაცია და ღონისძიება — „სულიერი საუბრები და შეკითხვები მოძღვართან“, სადაც მრევლს შესაძლებლობა ჰქონდა სულიერ თემებზე გასაუბრებისა და კითხვების დასმისა.

იზმირში მომდევნო საღმრთო ლიტურგია 12 თებერვალს ჩატარდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისში ტრადიციული გალობის საღამო „ქრისტე იშვა... მადლი მახარებელსაო...“ გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ