გორის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია და საახალწლო პარაკლისი აღესრულა

2824
15 იანვარი 16:29
21
 მიტროპოლიტი ანდრია. ფოტო: ეპარქიის გვერდი მიტროპოლიტი ანდრია. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა ანდრიამ მაცხოვრის წინადაცვეთისა და წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს საღმრთო მსახურება სამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.

2026 წლის 14 იანვარს, მაცხოვრის წინადაცვეთისა და წმინდა მღვდელმთავრის – ბასილი დიდის ხსენების დღეს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღასრულა გორისა და ატენის, ასევე სამთავისისა და კასპის ეპარქიების სამღვდელოებასთან ერთად.

საღმრთო მსახურება გაიმართა გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. საზეიმო ლიტურგიას დაესწრო ტაძრის მრევლი.

ლიტურგიის დასასრულს აღესრულა საახალწლო პარაკლისი, რომლის დროსაც აღვლინდა ლოცვები ახალი წლისთვის, ქვეყნისა და ერის კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისში ტრადიციული გალობის საღამო „ქრისტე იშვა... მადლი მახარებელსაო...“ გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ