ზუგდიდში მაცხოვრის წინადაცვეთისა და წმინდა ბასილი დიდის დღესასწაულები ღამისთევითი ლიტურგიით აღინიშნა

2824
14 იანვარი 18:49
15
მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ საღმრთო ჟამისწირვა ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

მაცხოვრის წინადაცვეთისა და წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღესასწაულებთან დაკავშირებით, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში ღამისთევით საღმრთო ჟამისწირვა აღესრულა. წირვა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

საეკლესიო მსახურებას მრავალი მორწმუნე დაესწრო, რომლებმაც ერთობლივ ლოცვაში აღნიშნეს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს, ისაუბრა დღესასწაულების სულიერ მნიშვნელობაზე და დამსწრეებს მაცხოვრის წინადაცვეთისა და წმინდა ბასილი დიდის დღეები მიულოცა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 13 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს მელანია რომაელს მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ