სურამისა და ხაშურის ეპარქიამ მიტროპოლიტ სტეფანეს მფარველი წმინდანის დღე მიულოცა

9 იანვარი 16:41
153
მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი. ფოტო: ეპარქიის გვერდი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ეპარქია ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს წმინდა პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანეს ხსენების დღეს ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს უსურვებს.

სურამისა და ხაშურის ეპარქიამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი), მფარველი წმინდანის — წმინდა პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანეს ხსენების დღე მიულოცა.

მილოცვაში აღნიშნულია: „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ვულოცავთ მფარველი წმინდანის - წმინდა პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანეს ხსენების დღეს, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.”

აღნიშნული მილოცვა სურამისა და ხაშურის ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ სტეფანეს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს ულოცავენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ