მიტროპოლიტ სტეფანეს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს ულოცავენ

2824
9 იანვარი 12:10
19
მიტროპოლიტი სტეფანე (ერისკაცობაში — სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი). ფოტო: ღია წყარო მიტროპოლიტი სტეფანე (ერისკაცობაში — სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი). ფოტო: ღია წყარო

მისალოცი მიმართვა რუისისა და ურბნისის ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 იანვარს წმინდა მოციქულს, პირველმოწამესა და მთავარდიაკონს სტეფანეს მოიხსენებს. ამასთან დაკავშირებით ყოვლადუსამღვდელოეს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მფარველი წმინდანის დღე, რუისისა და ურბნისის ეპარქიამ მიულოცა.

მისალოც ტექსტში მიტროპოლიტ სტეფანეს ჯანმრთელობა, სულიერი მხნეობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვეს ეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

სტეფანე პირველმოწამე ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წმინდანია. მის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით საქმე მოციქულთაში. წმ. სტეფანე იყო პირველი და უპირველესი შვიდ რჩეულ დიაკვანთაგან, რომელნიც თვით მოციქულებმა გამოარჩიეს და დიაკვნებად დაასხეს ხელი. წმ. სტეფანე კი მთავარდიაკვნად აკურთხეს. მის სახელს უკავშირდება პირველი მოწამეობა ქრისტიანობის ისტორიაში.

მილოცვა რუისისა და ურბნისის ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 9 იანვარს წმიდა მოციქულს, პირველმოწამესა და მთავარდიაკონ სტეფანეს იხსენებს.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ