წალენჯიხაში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

8 იანვარი 13:33
189
ალილო წალენჯიხაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი ალილო წალენჯიხაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ალილოს მსვლელობა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტის გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხაში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. ღონისძიებაში სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა.

შობის მახარობლები ქალაქის ქუჩებში მსვლელობისას მოსახლეობას ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გალობით ულოცავდნენ და სიხარულისა და ერთობის განცდას უზიარებდნენ.

ალილოს მსვლელობისას შეგროვებული ნობათი, ტრადიციისამებრ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში გაიმართა — მონაწილეებს საშობაო ნობათები გადაეცათ. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ