ზუგდიდში მიტროპოლიტმა გერასიმემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა და ილია II-ის 93-ე იუბილე მიულოცა

5 იანვარი 13:16
153
მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). ფოტო: ეპარქიის გვერდი მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). ფოტო: ეპარქიის გვერდი

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის შემდეგ მღვდელმთავარმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა.

2025 წლის 4 იანვარს მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

ჟამისწირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა გერასიმემ ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დაბადებიდან 93-ე წლისთავი მიულოცა. მღვდელმთავარმა ისაუბრა პატრიარქის მრავალწიან მოღვაწეობაზე, მის განსაკუთრებულ ღვაწლზე ეკლესიისა და ქართველი ერის სულიერი განმტკიცების საქმეში.

მიტროპოლიტმა გერასიმემ ლოცვით უსურვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხანგრძლივი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მადლით სავსე მსახურება, როგორც ქართველი ერის სულიერ მამას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 93 წელი შეუსრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ