3 იანვარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ მეორეს ხსენების დღეა

3 იანვარი 12:44
108
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე. ფოტო: ღია წყარო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე. ფოტო: ღია წყარო

ანტონ მეორე იმ ქართველ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც თავისი ცხოვრება და სარწმუნოებრივი მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის სამსახურს შესწირა.

ანტონ კათოლიკოსს მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა მოღვაწეობა. კავკასიის ქედს გადმოღმა გადმოსული რუსეთის სახელმწიფო გეორგიევსკის ტრაქტატით არ იყო კმაყოფილი და იგი ქვეყნის სრულ დაპყრობას გეგმავდა, რაც 1801 წელს კიდეც განახორციელა. ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ათი წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ, იმპერიის წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, რაც კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორის დამსახურება იყო. მხოლოდ მისი რუსეთში გადასახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება.


ანტონ მეორე დაიბადა 1762 წლის 8 იანვარს. გარდაცვლილი პაპის პატივსაცემად მას თეიმურაზი დაარქვეს. იგი იყო მეფე ერეკლეს II-ისა და დარეჯან დედოფლის ვაჟი. მან იმ დროის კვალობაზე შესაფერისი სწავლა-განათლება მიიღო. მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა იმდროინდელი კათოლიკოსი ანტონ პირველი (1744-1754; 1762-1788). ამ უკანასკნელისგან მან ზედმიწევნით შეითვისა საღვთისმეტყველო საგნები და საერო ლიტერატურა. იგი სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და თავისი მოძღვრის პატივსაცემად ანტონი უწოდეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2 იანვარი წმიდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილის ხსენების დღეა.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ