„დავითიანნი“ აცხადებს საგრანტო კონკურსს – „1700-წლიანი მემკვიდრეობა თანამედროვე ენით“
საპროექტო განაცხადების მიღება 20 დეკემბრამდე გაგრძელდება და კონკურსში 18-29 წლის ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სტუდენტურ გაერთიანებებს შეუძლიათ მონაწილეობა.
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „დავითიანნმა“, ბიზნეს სექტორის მხარდაჭერით, გამოაცხადა საგრანტო პროექტების კონკურსი სახელწოდებით – „გადმოეცი ქრისტიანობა 1700 წლიანი მემკვიდრეობა, თანამედროვე ენით“. კონკურსი სპეციალურად იმართება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის მნიშვნელოვანი იუბილეს აღსანიშნავად.
საგრანტო დაფინანსების მისაღებად განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს. მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსის მქონე მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სტუდენტურ გაერთიანებებს.
კონკურსი განკუთვნილია 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მზად არიან თანამედროვე მიდგომებითა და ინოვაციური ფორმატებით გადმოსცენ ქრისტიანული მემკვიდრეობის მნიშვნელობა.
საპროექტო იდეების წარმოდგენა 20 დეკემბრამდე არის შესაძლებელი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ტაშისკარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის განახლებული ტაძარი იხსნება.