„დავითიანნი“ სწავლების ახალ მეთოდზე გადადის
არაფორმალური ცენტრი ახალ სეზონს ახალი მიდგომებით იწყებს.
2025 წლის შემოდგომიდან მოძრაობა „დავითიანნის“ არაფორმალური ცენტრი სწავლების ახალ მეთოდზე გადადის. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა,2007 წლიდან აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების მიმართულებით. ინფორმაციას facebook გვერდი ავრცელებს.
„დავითიანნის“ პრეზიდენტის, კოტე სვანაძის განცხადებით, თანამშრომლობის ფარგლებში ამ დროისთვის თბილისის სხვადასხვა სკოლაში 20-ზე მეტი ახალგაზრდული კლუბი ფუნქციონირებს. მისი თქმით, ბოლო წლებში სკოლების მხრიდან აღნიშნული პროგრამის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ასევე ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გასაძლიერებლად, „დავითიანნის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამა ახალ ეტაპზე გადასულიყო,“აღნიშნა სვანაძემ.
სწორედ ამ მიზნით შეირჩა დაახლოებით 30 ახალგაზრდა სპეციალისტი, რომლებმაც უკვე გაიარეს გადამზადების კურსი. 2025 წლის სექტემბრიდან ისინი პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და იმუშავებენ „დავითთიანის“ ეგიდით დაფუძნებულ საჯარო სკოლების კლუბებში.იფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს არხი ,,ერთსულოვნება“ ავრცელებს.
მოძრაობა „დავითიანნი“ 2007 წელს დაფუძნდა და მალევე ჩამოყალიბდა, როგორც ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს არაფორმალურ განათლებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებაზე. წლების განმავლობაში ორგანიზაციამ ხელი შეუწყო ახალგაზრდული კლუბების შექმნას თბილისის სხვადასხვა სკოლაში. „დავითიანნი“ თავის საქმიანობას აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ ინიციატივებთან, რათა ხელი შეუწყოს მომავალი თაობის აქტიურ მოქალაქეობრივ ჩართულობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ტაშისკარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის განახლებული ტაძარი იხსნება.