ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა
ჯილდო დეკანოზ გიორგი ვაჩეიშვილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადასცა.
ამა წლის 19 დეკემბერს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ვაჩეიშვილი.
დაჯილდოება სასულიერო პირის მრავალწლიანი თავდადებული მსახურებისა და ეკლესია-სამრევლოს განვითარების საქმეში შეტანილი ღვაწლის აღსანიშნავად განხორციელდა. მიტროპოლიტმა გერასიმემ დეკანოზ გიორგი ვაჩეიშვილს მადლობა გადაუხადა ერთგული და ნაყოფიერი მსახურებისთვის და მომავალშიც წარმატებები უსურვა სამწყსოს სულიერი განმტკიცების გზაზე.
საღვთო მსახურებას მრევლი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ტაძრის წინამძღვარს მიღებული ჯილდო მიულოცეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა.