გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი

2824
20 დეკემბერი 2025 12:29
29
მეტეხის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ფოტო: ღია წყარო მეტეხის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ფოტო: ღია წყარო

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი სასულიერო პირის ოჯახის წევრებსა და მეტეხის ტაძრის მრევლს. 

20 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). გარდაცვალების მიზეზი გახდა ბოლო დროს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

1976-1980 წლებში  სწავლობდა  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, როგორც თვითონ ამბობს, მღვდელობის გზა უ ფ ლ ის  ნებით  მოვიდა:  უმაღლესი სასწავლებლის  შემდეგ, იგი დაინტერესდა  ღვთისმსახურებით. რა  თქმა უნდა, ეს  მამამაც  განაპირობა, დიმიტრი  მელიქიძემ - შემდგომში  მეუფე კონსტანტინემ, სწორედ მისი სულისკვეთებით იქნა აღზრდილი დეკანოზი აკაკი  მელიქიძე. 2010 წლის 05 დეკემბერს დაჯილდოვდა: მეორე გამშვენებული ჯვრით — მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

თავდაპირველად  იგი მედავითნეობას  შეუდგა, რამაც ძალზე გაიტაცა.1982 წლის ბზობას, 11 აპრილს, იგი იკურთხა  დიაკვნად, ხოლო იმავე წლის აგვისტოში -მღვდლად. მღვდლად  იგი აკურთხა მამამ, მიტროპოლიტმა  კონსტანტინემ, იტრის ყოვლადწმინდა ღვთისმსობლის მიძინების ტაძარში, თვით მიძინების   დღესასწაულზე.

კურთხევის   დღიდან  სულ მალე, 1982 წლის  ნოემბერ-დეკემბერში, მამა აკაკი განწესებულ იქნა  ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა  სოხუმის  ხარების სახელობის  ტაძარში. აფხაზეთში მოღვაწეობის  ბოლო ხუთი წლის მანძილზე იგი გახლდათ სოფელ თავისუფლების ფერისცვალების  ეკლესიაში, საიდანაც თბილისში დაბრუნდა აფხაზეთის ცნობილი  მოვლენების  გამო. 1992-1993 წლებში სოხუმს  უკვე თანდათანობით ტოვებდა  მოსახლეობა, რაც აფხაზეთის  ომით იყო განპირობებული. 

თბილისში  უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის - ილია  მეორის კურთხევით, აკაკი მელიქიძე განწესებული იქნა მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დეკანოზის ხარისხში, ხოლო შემდეგ კი დადგინებულ იქნა  ტაძრის  წინამძღვარად. ამ  მოვალეობას იგი დღემდე აღასრულებდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ