კაზრეთის სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

2824
19 დეკემბერი 2025 10:04
11
დეკანოზი ლაზარე რეხვიაშვილი  და მღვდელი გიორგი ჟულაკაშვილი . ფოტო: ეპარქიის გვერდი დეკანოზი ლაზარე რეხვიაშვილი და მღვდელი გიორგი ჟულაკაშვილი . ფოტო: ეპარქიის გვერდი

დეკანოზი ლაზარე რეხვიაშვილი და მღვდელი გიორგი ჟულაკაშვილი მოსწავლეებს შეხვდნენ.

18 დეკემბერს, „ღირებულებითი განათლების“ პროექტის ფარგლებში, დეკანოზი ლაზარე რეხვიაშვილი და მღვდელი გიორგი ჟულაკაშვილი კაზრეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ინფორმაციას ბოლნისის ეპარქიის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

შეხვედრის განმავლობაში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებზე, ქრისტიანულ სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემასა და პასუხისმგებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებში სწორი ღირებულებითი ორიენტირების ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაში მათი როლის გააზრებას.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმშიც წარიმართა, რის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები. შეხვედრა თბილ და გულწრფელ გარემოში გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჯეირნო“ სამების საკათედრო ტაძარში კვირის წირვას დაესწრო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ