საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უმცროს ოფიცერთა სკოლის მსმენელები ესტუმრნენ

2824
19 დეკემბერი 2025 09:53
11
გაცნობითი ხასიათის ვიზიტი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაცნობითი ხასიათის ვიზიტი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საპატრიარქოს სტრუქტურასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობას.

ამა წლის 18 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელები ესტუმრნენ.

გაცნობითი ხასიათის ვიზიტის მიზანი ახალგაზრდების ზოგადი ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება იყო. შეხვედრის ფარგლებში მსმენელები შეხვდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც მათ გააცნეს სამსახურის საქმიანობა და საპატრიარქოს სხვადასხვა განყოფილების ფუნქციონირება.

შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკლესიის სტრუქტურას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობის პრინციპებს, ასევე უმცროს ოფიცერთა სკოლის დანიშნულებასა და მიზნებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჯეირნო“ სამების საკათედრო ტაძარში კვირის წირვას დაესწრო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ