ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჯეირნო“ სამების საკათედრო ტაძარში კვირის წირვას დაესწრო

2824
19 დეკემბერი 2025 09:46
15
ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჯეირნო“. ფოტო: საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჯეირნო“. ფოტო: საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება

ანსაბლის წევრები ქართულ სამოსში გამოწყობილები ესწრებოდნენ საღვთო ლიტურგიას.

14 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე სამების საკათედრო ტაძარში, კვირის საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა ბავშვთა სახალხო სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჯეირნო“.

ანსამბლის წევრები, ქართული ეროვნული სამოსით შემოსილნი, ტაძარს განსაკუთრებულ სილამაზესა და სულიერ ატმოსფეროს სძენდნენ. მათი ყოფნა გამოხატავდა პატივისცემას ქართული ტრადიციების, კულტურისა და სიწმიდისადმი, ასევე ღვთის სიყვარულითა და სარწმუნოებით აღსავსე დამოკიდებულებას.

ანსამბლ „საჯეირნოს“ ხელმძღვანელები არიან ცირა ბოყოველი და დავით კალანდაძე, რომელთა ძალისხმევითა და თავდადებით ახალგაზრდები ეროვნულ ფასეულობებსა და სულიერ ღირებულებებს ეზიარებიან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოდბის ეპარქიაში მეუფე საბა ინწკირველსა და მეუფე საბა გიგიბერიას ანგელოზის დღეს ულოცევენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ