წალენჯიხაში გაიმართა საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“

2824
18 დეკემბერი 2025 18:03
13
საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

ღირებულებითი განათლების ფარგლებში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები შეხვდნენ სასულიერო პირსა და ეპარქიის წარმომადგენლებს.

2025 წლის 17დეკემბერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“. ღონისძიება ასევე გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის – „ღირებულებითი განათლება“ – ფარგლებში მოქმედი კლუბის შეხვედრის ფორმატში.

ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ვიქტორ გუჩუას სახელობის გამყოფი ხაზის №1 საჯარო სკოლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდები და პედაგოგები.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა დეკანოზი ილია სარია, რომელმაც ისაუბრა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე, ოჯახის სიწმინდის ფასეულობაზე, ქართულ ტრადიციებსა და ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებზე. შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, კითხვა–პასუხისა და დისკუსიის ფორმატით.

ღონისძიებას ესწრებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის რწმუნებული, პედაგოგი-ისტორიკოსი ბ-ნი ნიკო ქარდავა, რომელმაც მოსწავლეებს განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-ნმა გიორგი ფიფიამ.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორს, ქ-ნ ხაღუნა ფიდიას, მადლობა გადაეცა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ესურვა.

პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში ღირებულებითი განათლების გაძლიერება, ქრისტიანული ზნეობის, ოჯახის სიწმინდისა და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია, ასევე ეკლესიისა და საგანმანათლებლო სივრცის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ტყიბულისა და თერჯოლოს მიტროპოლიტმა გიორგიმ სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ