მიტროპოლიტმა დანიელმა მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ირინეოს
მღვდელი ირინეოსი და დიაკონი ილია დროებით ამავე ტაძარში იმსახურებენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს,წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.
ამა წლის 13 დეკემბერს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ირინეოს სამხარაძეს, ხოლო დიაკვნად - ირაკლი ბახტურიძეს, რომელსაც სახელად ილია უწოდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი იობი ბერთუბნის მამათა მონასტერში საზეიმო ლიტურგიას აღავლენს.