მთავარანგელოზობის დღესასწაულზე გოდოგნის მონასტერში ღამისთევა შედგა

22 ნოემბერი 2025 18:53
90
ტყიბულისა და თერჯოლოს მიტროპოლიტი გიორგი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ტყიბულისა და თერჯოლოს მიტროპოლიტი გიორგი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ტყიბულისა და თერჯოლოს მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ღამისთევა აღასრულა.

21 ნოემბერს, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის დღეს, გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში გაიმართა საზეიმო ღამისთევის მსახურება. სამსახურმას უხელმძღვანელა ტყიბულისა და თერჯოლოს მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე), რომელსაც თანამოსამსახურედ ჰყავდა ეპარქიის მღვდელმთავრები და სამღვდელოება.

ღამისთევა მრევლის დიდი რაოდენობის დასწრებით გაიმართა. მსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა გიორგი მრევლს მიულოცა მთავარანგელოზობის დღესასწაული და ისაუბრა წმინდა მთავარანგელოზთა – ზეციური ძალების წინამძღოლთა – მნიშვნელობაზე ქრისტიანთა სულიერ ცხოვრებაში.

გოდოგნის მონასტერში მთავარანგელოზობის დღესასწაული ყოველ წელს განსაკუთრებული სულიერი ძალით აღინიშნება და ტრადიციულად მრევლის ფართო მონაწილეობით მიმდინარეობს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია: „ქართული მიწა მხოლოდ საკუთრება არაა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ