წმ. იოაკიმე და ანას ტაძარში გიორგობისადმი მიძღვნილი მსახურება ჩატარდება
22 ნოემბერს, შაბათს, 16:00 საათზე ჩატარდება მწუხრის ჟამნი, რომელსაც მოჰყვება ხუთი პურის კურთხევა.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ელიას მთის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში გაიმართება სადღესასწაულო წირვები.
22 ნოემბერს, შაბათს, 16:00 საათზე ჩატარდება მწუხრის ჟამნი, რომელსაც მოჰყვება ხუთი პურის კურთხევა.
23 ნოემბერს, კვირას, 09:00 საათზე გაიმართება ცისკრის ჟამნი, ხოლო 10:00 საათზე – სადღესასწაულო წირვა.
წმინდა გიორგის კულტი საქართველოში IV საუკუნიდან იღებს სათავეს.
ქრისტიან წმინდანთა შორის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამას მოწმობს საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი, რომელიც წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, ‘’არ არსებობს ბორცვი და მაღალი გორა, რომელზეც არ იდგეს წმ.გიორგის ეკლესია.’’ ეს ტაძრები აგებულია ქალაქებში, სოფლებში, კლდეებზე, მთის მწვერვალებსა და რთულად მისასვლელ ადგილებში. ეკლესიები წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი ფრესკებითაა მოხატული. დიდმოწამის მიმართ ძლიერი თაყვანისცემა ერში ფართოდ გავრცელებული სახელით – გიორგითაც გამოიხატება.
წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევამოსილი, ზეციური მხედარი. იგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან, აგრეთვე, დემონური ძალებისგან დახსნისათვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზთა კრების დიდ დღესასწაულს აღნიშნავს.