მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზთა კრების დიდ დღესასწაულს აღნიშნავს

21 ნოემბერი 2025 08:15
324
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა. ფოტო: მართლმადიოდებლური ხატები კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა. ფოტო: მართლმადიოდებლური ხატები

21 ნოემბერს, მეერგასის შემდგომ 24-ე შვიდეულში, საქართველოში მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი განსაკუთრებულად ზეიმობს.

21 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს *მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა უხორცოთა ზეციური ძალთა კრების დღესასწაულს* — ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს საეკლესიო კალენდარში. ყოველი მორწმუნე პატივს მიაგებს ზეციურ ძალთა უხილავ მფარველობას, მთავარანგელოზთა მსახურებასა და ადამიანთა დაცვაში მათ განსაკუთრებულ როლს.

დღესასწაული ემთხვევა მეერგასის შემდგომ 24-ე შვიდეულს და საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა, რადგან მრავალი ტაძარი სწორედ წმინდა მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. მათი კარის დღეს ზეიმობენ:

  • ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა ტაძარი
    * მენჯის ტაძარი
    * ალგეთის მთავარანგელოზთა მონასტერი
    * ჯუმათის მონასტერი(ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
    * დიმის ეკლესია(ბაღდათის მუნიციპალიტეტი)
    * ერკეთის მთავარანგელოზთა ტაძარი(ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
    * გრემის ეკლესია
    * შრუამთის მონასტერი (თეკლესეული)
    * ხეთის ტაძარი (ხობის მუნიციპალიტეტი)
    * ზემო მაჩხაანის ეკლესია(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • ამ დღეს ეკლესიებში ტარდება საზეიმო წირვები, მრევლი კი ლოცვით მიმართავს მთავარანგელოზებს, რომ დაიფარონ და განამტკიცონ ოჯახები, ქვეყანა და ყოველი მორწმუნე თავის გზაზე.

დღესასწაული მორწმუნეებს ახსენებს ზეციური ძალების თანადგომას, კეთილმოქმედებასა და სულიერ ბრძოლაში მათ მუდმივ მფარველობას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 ნოემბერს ღირს ლაზარე გალისიელს იხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ