მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ვიზიტით იმყოფება ეგვიპტეში
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა შეხვდა პაპს.
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ვიზიტით იმყოფება ეგვიპტეში, სადაც შეხვდა პაპსა და პატრიარქს დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა თეოდორე II-ს, ასევე მონაწილეობა მიიღო წირვაში, რა დროსაც მოხდა ახლადგამორჩეულ არქიმანდრიტ დამასკინოსის (ალაზრაი) მარიოტიდის ეპისკოპოსად კურთხევა. აღსანიშნავია, რომ მეუფე მელქისედეკი და ახლადნაკურთხი მეუფე დამასკინოსი ერთად სწავლობდნენ ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე და ასევე მათ ჰყავთ ერთი ხელდამსხმელი მღვდელმთავარი, როგორც დიაკვნად, ასევე მღვდლად - მიტროპოლიტი დამასკინოსი (კარპაფაკისი).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2 ნოემბერი ღირსი მამა, აღმსარებელი და სალოსი, მამა გაბრიელის ხსენების დღეა.
0
0
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი
მართლმადიდებლობა
რომის პაპი ლეო XIV
ალექსანდრიის საპატრიარქო
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09