ეპისკოპოსმა სვიმეონმა თომა ფაილაძე დიაკვნად აკურთხა

ღვთისმსახურება ჩატარდა სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში. ფოტო: ეპარქიის გვერდი
1 ნოემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა. ლიტურგიის დროს მღვდელმთავარმა კერძო დიაკონი თომა ფაილაძე დიაკვნად აკურთხა.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფე სვიმეონმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და ახლად ხელდასხმული დიაკონი წარუდგინა.
მღვდელმთავრის ლოცვა-
კურთხევით, მამა თომა დიაკვნად მსახურებას სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში შეუდგება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 13 წელი შესრულდა.
წაიკითხეთ ასევე
სალოსობის ღვაწლი და მამა გაბრიელის სულიერი ფენომენი
მამა გაბრიელის მიერ სალოსობის რთული და მძიმე ღვაწლის ტვირთვა არ იყო შემთხვევითი არჩევანი ან რაიმე გარეგნული „როლის“ მორგება - ეს იყო მისი სულიერი მდგომარეობის გამოხატულება.
წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა
როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები.
ღირსი გრიგოლ ხანძთელი - „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“
ფრაზა „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“ წმინდა გრიგოლს მისმა ბიოგრაფმა, გიორგი მერჩულემ მიანიჭა.
წმინდა ქეთევან დედოფლის მარტვილობა
წმინდა ქეთევან დედოფლის მარტვილობა XVII საუკუნის საერთაშორისო წყაროებში: ისტორიული სიმართლე იდეოლოგიური რევიზიონიზმის პირისპი რ.
წმიდა დიდმოწამენი დავითი და კონსტანტინე მხეიძეები
მართლმადიებელი ეკლესია 15 ოქტობერს აღნიშნავს წმინდა მოწამეთა, არგვეთის მთავარ თა დავითისა და კონსტანტინეს ხსენების დღეს.
გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — საქართველოს სამეფო კარის ვაზირი
„კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“- დავით აღმაშენებლის მემატიანე მას ასე ახასიათებს.