საქართველოს საპატრიარქომ საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა

საქართველოს პატრიარქი საყოველთაო ნათლობაზე. ფოტო არქივი: საზუ
საქართველოს საპატრიარქომ განმარტა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი საყოველთაო ნათლობა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობა სხვადასხვა ღონისძიებაა.
განცხადების თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებული ტრადიციის ფარგლებში საყოველთაო ნათლობა ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და ყოველ მომდევნო შვილს ეხება. აღნიშნული ნათლობა წელიწადში რამდენჯერმე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ტარდება.
საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობის მორიგი თარიღი ნოემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი გიორგი კალანდია - ,,სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე''.
წაიკითხეთ ასევე
შიო III-მ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში მსოფლიო პატრიარქის თანადგომა, ილია II-სთან მეგობრობა და საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა.
„ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები გამწვანების პროგრამაში ჩაერთნენ
ინიციატივის „გაამწვანე შენი ქალაქი“ ფარგლებში, №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში სხვადასხვა მცენარე დარგეს.
მიტროპოლიტი საბა: „პოლონეთის ეკლესია იზიარებს თქვენს სიხარულს“
ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისთვის მშვიდობისა და სულიერი კეთილდღეობის მინიჭებისთვის ილოცა.
საგურამოში გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის ნომრების კომპლექტის წარდგენა გაიმართა
ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის „გიგანტური წიგნები“ ფარგლებში ისტორიული გამოცემა სრულად აღდგა, გაციფრულდა და ორიგინალის ზომისა და ფორმის დაცვით დაიბეჭდა.
გალობის უნივერსიტეტში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პანაშვიდი აღევლინა, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები მონაწილეობდნენ.
აზერბაიჯანის ელჩის მოწვევით გამართულ შეხვედრაზე მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელეს
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე.