ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა

ღვთისმშობლის ხატი „ძუძუსმაწოვებელი“. ფოტო: ბოდბის ეპარქია
14 ოქტომბერს ათონის მთიდან ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი ჩამოაბრძანეს.
ხატი წმინდა ნინოს განსასვენებელ სავანეში დაბრძანდა. აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობისაა ბოდბის მონასტრისა და მისი მომლოცველებისთვის, რომლებიც სავანეს წმინდა ნინოსადმი პატივისცემითა და ლოცვით სტუმრობენ.
ბოდბეში ჩამობრძანებული სიწმინდე ქილანდარის მონასტერში დაცული სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლია. მისი დაბრძანება მორწმუნეთათვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ლოცვისა და მისი მეოხების თხოვნის კიდევ ერთი შესაძლებლობაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოდბის მონასტერი, ქართველთა განმანათლებლის მარადიული სავანე.
წაიკითხეთ ასევე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე
,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნეტარ ანდრიას მოიხსენიებს
ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
,,დიდია დღეს ჩვენი სიხარულისა და მადლიერების მიზეზი! წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს.''
პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
,,ამ დღესასწაულის სათავეებთან დგას საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმინდა ნინო.''
მიტროპოლიტ როსტისლავის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის შემდეგ ეპისკოპოსმა გაიხსენა, რომ წმინდა ნინომ და წმინდა ლუდმილამ ჩაუყარეს საფუძველი ჩვენს ორივე ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
დეკანოზი სპირიდონი: ,,სვეტიცხოველი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე''
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხლობას აღნიშნავს.