შიო III: „წმინდა იოანეს ლოცვით უფალმა მოგვმადლოს რწმენა,სიყვარული,სიმდაბლე“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: მჟკ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ წმინდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს მრევლს დღესასწაული მიულოცა და მოციქულის სულიერ ღვაწლზე ისაუბრა.
პატრიარქმა განმარტა, რომ იოანე ღვთისმეტყველი მაცხოვრის სიტყვების ღრმა გაგებით, განსაკუთრებული სიყვარულითა და რწმენის სიმტკიცით გამოირჩეოდა. მან გაიხსენა, რომ მოციქულმა მაცხოვრის ჯვარცმის დროს შიში დაძლია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მენელსაცხებლე დედებთან ერთად ბოლომდე დარჩა ჯვართან.
„ამ განსაკუთრებული სიყვარულისთვის ღმერთმა მას მისცა საიდუმლოებათა ჭვრეტის საოცარი მადლი. მას გაეხსნა ისეთი საღვთო საიდუმლოებები, საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, რის გამოც ღვთისმეტყველად იწოდა“, — ბრძანა შიო III-მ.
უწმინდესმა და უნეტარესმა განსაკუთრებული ყურადღება იოანეს სახარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, მოციქულმა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების მოვლენების საიდუმლო აზრი გახსნა და განსაკუთრებული სიღრმით განუცხადა კაცობრიობას იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ.
„არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალ იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი“, — აღნიშნა პატრიარქმა.
შიო III-მ ასევე ისაუბრა იოანე მოციქულის სწავლებაზე — „ღმერთი სიყვარულია“ — და „გამოცხადების“ წიგნზე, რომელშიც კაცობრიობისა და ქრისტეს ეკლესიის ისტორიის აღსასრულთან დაკავშირებული ხილვებია გადმოცემული.
პატრიარქმა მრევლს რწმენის, სიყვარულისა და სიმდაბლისთვის ლოცვისკენ მოუწოდა, სასულიერო პირებს კი ქრისტეს სწავლების უფრო ღრმად შემეცნებისა და მისი მართებულად ქადაგების აუცილებლობა შეახსენა.
„განსაკუთრებით ჩვენ, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს გვამართებს, ვევედროთ მას, რომ გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი უფრო ღრმად და ღრმად, რომ შევიმეცნოთ, მართებულად გადმოვცეთ და ვიქადაგოთ მრევლის წინაშე“, — ბრძანა მან.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებაზეც ისაუბრა. მან გაიხსენა ათონის „პორტაიტისას“ ზუსტი ასლი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ჩამოაბრძანა და სიონის ტაძარშია დაბრძანებული. პატრიარქის განცხადებით, მრევლს ხატის გამოსახულებები საჩუქრად გადაეცემოდა.
ამასთან, შიო III-მ აღნიშნა, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით სასულიერო პირებისთვის სპეციალური სამღვდელო ჯვრები დამზადდა, რომლებიც ტაძარში მყოფ სამღვდელოებას საჩუქრად გადაეცემოდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა.
წაიკითხეთ ასევე
შიო III: „წმინდა იოანეს ლოცვით უფალმა მოგვმადლოს რწმენა,სიყვარული,სიმდაბლე“
კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს მოციქულის სიყვარულზე, რწმენის სიმტკიცესა და მისი სახარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე იქადაგა.
უსინათლოთა კულტურის სახლის წევრები სტეფანწმინდას ეწვივნენ
საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, დარიალის მონასტერში სტუმრებისთვის პარაკლისი აღევლინა და ქრისტიანულ ღირებულებებზე შემეცნებითი საუბარი გაიმართა.
ბოლნისის ეპარქიაში ფეხით მსვლელობა გაიმართა
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ეპარქიას მცხეთა-თბილისის ეპარქიის მახარობელთა ჯგუფი ეწვია და საქართველოს განმანათლებლების ხატი მოაბრძანა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს
,,არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალ იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა.''- შიო III.
ვატიკანმა გაეროში სიკვდილით დასჯის გაუქმების წინადადებით გამოვიდა
ვატიკანის წარმომადგენელმა გაეროში მოუწოდა ქვეყნებს, სადაც სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული, სიკვდილით დასჯა თავისუფლების აღკვეთით ჩაანაცვლონ.
ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა
წმინდა მოციქულისა და მახარებლის მიცვალების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებას აღავლენს.