უსინათლოთა კულტურის სახლის წევრები სტეფანწმინდას ეწვივნენ
საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, დარიალის მონასტერში სტუმრებისთვის პარაკლისი აღევლინა და ქრისტიანულ ღირებულებებზე შემეცნებითი საუბარი გაიმართა.
2026 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მორიგი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიება განახორციელა, რომლის ფარგლებში უსინათლოთა კულტურის სახლის 50 წევრი სტეფანწმინდას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერი მოინახულეს, სადაც მათთვის პარაკლისი აღევლინა.
მონასტრის ბიბლიოთეკაში გაიმართა შემეცნებითი საუბარი ქრისტიანულ ღირებულებებზე. შეხვედრა მონაწილეებს სულიერ და საგანმანათლებლო საკითხებზე საუბრისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობას აძლევდა.
პროექტი მიზნად ისახავდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათთვის ახალი გამოცდილების გაზიარებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოლნისის ეპარქიის მილოცვა იღუმენ სერაფიმე ჟღენტს.