ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას ხორციელად შობის დღეს ვულოცავთ

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია). ფოტო: ეპარქიის გვერდი

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით, გულითადად ვულოცავთ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) ხორციელად შობის დღეს.

მეუფე საბამ სასულიერო გზა 1991 წელს დაიწყო, როდესაც ბერად აღიკვეცა. 1992 წელს იგი დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 4 ოქტომბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი. 1994 წელს მეუფე იღუმენის ხარისხში აიყვანეს, მოგვიანებით კი არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა.

ამ თემაზე მიტროპოლიტი საბა: „პატრიარქობა არ არის ადმინისტრაციული თანამდებობა — ეს არის ტვირთი და ჯვარი“
სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ პატრიარქის არჩევა ადამიანური კრიტერიუმებით არ განისაზღვრება და ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული.

1996 წლის 3 ნოემბერს საბა (გიგიბერია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 2003 წლის 14 სექტემბრიდან იგი ხონის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი გახდა, ხოლო 2008 წლის 24 აპრილს მიტროპოლიტის ხარისხი მიენიჭა.

მეუფე საბა სხვადასხვა წლებში საქართველოს საპატრიარქოში მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებსაც ასრულებდა. 1997-2004 წლებში იგი საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური განყოფილების თავმჯდომარე იყო, ხოლო 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებას.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს ჩვენ მეუფე საბას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, უფლისგან შემწეობასა და ძალას, რათა კვლავ მრავალი წელი ერთგულად და ნაყოფიერად ემსახუროს ქრისტეს ეკლესიას, საკუთარ ეპარქიასა და ქართველ ერს.

მრავალჟამიერ, მეუფეო!

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს 13 წლის ნანასთვის.

წაიკითხეთ ასევე

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რეაბილიტირებული მამული სამუზეუმო, საგანმანათლებლო, საბიბლიოთეკო და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს.

ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა

ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

წმ. გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზია მძლეოსნობაში მონაწილეობდა

წყალტუბოში, სასკოლო ოლიმპიადა 2026-2027-ის ფარგლებში, მძლეოსნობაში 2010-2012 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის შეჯიბრება გაიმართა.

ეკლესია დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულს მოიხსენიებს

სპარსელების მიერ ქალკედონის აღების შემდეგ, 620 წელს წმიდა ეფემია ყოვლადქებულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ხატმბრძოლობის ბატონობის დროს ლუსკუმა ამ სიწმიდითურთ ზღვაში მოისროლეს.

აშშ-ს მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ფანარის სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა

პატრიარქ ბართლომესთვის მოხსენებაში ფანარის წარმომადგენელმა აღწერა SBU-ს მიერ კონსტანტინოპოლის დელეგაციის თვალთვალი და პოროშენკოს ზეწოლა „გაერთიანების საბჭოს“ მიმდინარეობაზე.

28 სექტემბერს ბაკურციხე და კოლაგი იკურთხა

საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სოფლების კურთხევის ტრადიცია გაგრძელდა.