მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ქობულეთში დედათა მონასტერი მოილოცა

მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრი ვარჯანულში მდებარე დედათა მონასტერში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

26 სექტემბერს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანულში მდებარე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის დედათა მონასტერი მოილოცა.

მიტროპოლიტმა მონასტერში არსებული სიწმინდეები მოილოცა და მონასტრის სასულიერო და სამონაზვნო ცხოვრებას გაეცნო.

ამ თემაზე მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა
მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.

ტაძარი აშენებულია სოფლის განაპირას, მთის ფერდის გავაკებაზე, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები მთელ კინტრიშის ხეობაზე.  მონასტრის წინამძღვარია იღუმენია დედა ქრისტინე. ტურისტებისა და მომლოცველებისთვის ეს ადგილი ცნობილია როგორც სულიერი სავანე და მშვიდი გარემო.

წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის დედათა მონასტერი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სულიერი კერაა, სადაც დედები ყოველდღიურად აღავლენენ ლოცვას და მონასტრულ მსახურებას აღასრულებენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა.

წაიკითხეთ ასევე

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რეაბილიტირებული მამული სამუზეუმო, საგანმანათლებლო, საბიბლიოთეკო და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს.

ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა

ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

წმ. გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზია მძლეოსნობაში მონაწილეობდა

წყალტუბოში, სასკოლო ოლიმპიადა 2026-2027-ის ფარგლებში, მძლეოსნობაში 2010-2012 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის შეჯიბრება გაიმართა.

ეკლესია დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულს მოიხსენიებს

სპარსელების მიერ ქალკედონის აღების შემდეგ, 620 წელს წმიდა ეფემია ყოვლადქებულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ხატმბრძოლობის ბატონობის დროს ლუსკუმა ამ სიწმიდითურთ ზღვაში მოისროლეს.

აშშ-ს მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ფანარის სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა

პატრიარქ ბართლომესთვის მოხსენებაში ფანარის წარმომადგენელმა აღწერა SBU-ს მიერ კონსტანტინოპოლის დელეგაციის თვალთვალი და პოროშენკოს ზეწოლა „გაერთიანების საბჭოს“ მიმდინარეობაზე.

28 სექტემბერს ბაკურციხე და კოლაგი იკურთხა

საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სოფლების კურთხევის ტრადიცია გაგრძელდა.