მიტროპოლიტი გრიგოლი წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლას ეწვია

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საშუალო სკოლა მოინახულა.

მეუფე გრიგოლმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ ნაყოფიერი, წარმატებული და მშვიდობიანი სასწავლო წელი უსურვა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ასევე დალოცა პირველი კლასის მოსწავლეები და მათ ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა.

სასწავლო წლის დაწყების დღეს სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ახალი სასწავლო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებული შეხვედრები გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, სოფელ პირველ მაისში მდებარე ისტორიული ტაძრის, „აია სოფიას“ აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა გრძელდება

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მიმდინარე პროექტი სამონასტრო, საგანმანათლებლო, კულტურულ და საზოგადოებრივ სივრცეებს ერთ კომპლექსში გააერთიანებს.

მიტროპოლიტი გრიგოლი წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლას ეწვია

მეუფე გრიგოლმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, პირველკლასელები კი ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას დალოცა.

17 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს სვიმეონ გარეჯელს მოიხსენიებს

წმინდა მამა სვიმეონ გარეჯელი სათნოებით, სიმდაბლითა და სასწაულთმოქმედების მადლით გამოირჩეოდა და სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გარეჯის მონასტერს წინამძღვრობდა.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა

სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი „My Voice, Our Future“ საერთაშორისო თანამშრომლობისა და აქტიური მოქალაქეობის საკითხებს შეეხებოდა.

სირიაში წმინდა სვიმეონ მესვეტის უძველესი სვეტი აღადგინეს

მიწისძვრების შემდეგ ალეპოს ეპარქიაში უძველესი მე-5 საუკუნის მონასტრის ნანგრევები გაიწმინდა.

ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს დავით ფაცაცია სარფში შეხვდა

აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის ათენში 14-დღიანი კულტურულ-შემეცნებითი ბანაკი გაიმართა.