გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია
გორის ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, რომელმაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობასა და საქართველოს ისტორიულ და სულიერ ცხოვრებაში ქრისტიანული სარწმუნოების როლზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში პროფესორებმა გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს გაქრისტიანების ისტორიისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.
ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, „ემპათია ადამიანებს შორის“ — ვიდეორგოლების კონკურსის ფინალი საქართველოს კინოაკადემიაში გაიმართა.
გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პროფესორებმა კი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ კონფერენციაზე გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერისა და ფილოლოგის სამეცნიერო მოღვაწეობასა და ქართული ფსალმუნების გამოცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
16 სექტემბერს ეკლესია წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზს, ნიკომიდიელ ეპისკოპოსს მოიხსენიებს
წმინდა ანთიმოზი დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მმართველობის დროს, ქრისტიანთა სასტიკი დევნის პერიოდში აღესრულა.
ღირებულებითი განათლების კლუბების დაფუძნება სკოლებში გრძელდება
პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი სასულიერო პირი გადამზადდა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს კი საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
გუშინ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მრევლს საეკლესიო ახალი წელი მიულოცა, მოსწავლეებსა და სტუდენტებს კი ახალი სასწავლო წლის დაწყება და სწავლაში წარმატებები უსურვა.
ყინწვისის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დიდ სქემაში აღიკვეცა
ბერი ნაუმი (მაჭუტაძე) დიდ სქემაში აღკვეცისას წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატივსაცემად იოანეს სახელით იკურთხა.