21 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ექვთიმე გარეჯელს მოიხსენიებს

ექვთიმე გარეჯელი

ექვთიმე გარეჯელი

21 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ექვთიმე გარეჯელს მოიხსენიებს — ეკლესიისა და ერისათვის თავდადებულ მოღვაწეს, გარეჯის მრავალმთის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, რომელსაც მონასტრის სიგელ-გუჯრები „მრავალღვაწლმშრომელად“ მოიხსენიებენ.

იოანე ბატონიშვილის ცნობით, წმინდა ექვთიმე იყო „კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე“. მან უდიდესი ღვაწლი გასწია მონასტრის გაძლიერებისა და განვითარებისათვის — აღადგინა ლეკთა თავდასხმების შედეგად დამწვარი სოფელი ხაშმი, გააშენა ვენახები, ააგო წისქვილები და მონასტერს მრავალი ქონება და მამული შემატა.

წმინდა ექვთიმეს ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი ტყვეობას უკავშირდება. ხაშმში მიმავალ წინამძღვარსა და ბერ ამფილოქეს ლეკები დაესხნენ თავს და ტყვედ წაიყვანეს. გარეგნობის გამო თავდამსხმელებმა ბერი ამფილოქე მონასტრის წინამძღვრად მიიჩნიეს, ხოლო წმინდა ექვთიმეს უპატივცემულოდ ექცეოდნენ. მოგვიანებით, როდესაც მისი გამოსახსნელად გაცილებით დიდი თანხა გაიგზავნა, მათ შეიტყვეს, თუ ვინ იყო სინამდვილეში თავმდაბალი და გარეგნულად შეუმჩნეველი ბერი. ამის შემდეგ წმინდა ექვთიმეს ბოდიში მოუხადეს და პატივით დააბრუნეს გარეჯის უდაბნოში.

მისი წინამძღვრობის პერიოდში სავანეში ითარგმნებოდა და იწერებოდა მნიშვნელოვანი სასულიერო ლიტერატურა. წმინდა ექვთიმე თავადაც დიდ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდების განათლებას და, გადმოცემის თანახმად, მოწაფეებს ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას ასწავლიდა.

წმინდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია წმინდა ნინოს საგალობლებიც, რითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი განსაკუთრებული წვლილი ქართული სასულიერო მწერლობისა და ეკლესიური კულტურის განვითარებაში.

1797 წელს, თბილისში შავი ჭირის გავრცელების დროს, გარეჯის უდაბნოს მოღვაწე ბერები ავადმყოფობითა და შიმშილით შეჭირვებულ მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ. ისინი ადამიანებს ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ. ამ კეთილ საქმეს წმინდა ექვთიმე ხელმძღვანელობდა.

ღირსი მამა 1804 წელს მშვიდობით აღესრულა. იგი წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დაკრძალეს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დაუღალავად დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, „მრავალღვაწლშემოსილი“ ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი — წმინდა ექვთიმე გარეჯელი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.

წაიკითხეთ ასევე

ეროვნულმა არქივმა სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა

მეთერთმეტე სამეცნიერო კონფერენციაში „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა — ტენდენციები და გამოწვევები“ 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა.

„თბილისობა 2026“-ის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე ღონისძიება გაიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით, ღონისძიებაში საქართველოს საპატრიარქოს სამრევლო სკოლები და თვითშემოქმედი ანსამბლები მონაწილეობდნენ.

საქართველოდან ამერიკაში სიწმინდეებს ჩააბრძანებენ

9 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატსა და წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხატს ჩააბრძანებს.

საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ჩამოყალიბდა

კლუბს იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) და მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი უხელმძღვანელებენ.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის 10 სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ფუნქციონირებს

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა „ადამიანის მისია“ იყო.

მიტროპოლიტმა ილარიონმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა საერო პირები

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის რამდენიმე საერო პირი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.