ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი
ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი. ფოტო: მჟკ
ზუგდიდში წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის ისტორია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით დაიწყო, ხოლო მისი მშენებლობა ქტიტორების — თენგიზ, ალექსანდრე და ვახტანგ ხარებავების თავდადებით განხორციელდა.
ტაძარი 2021 წლის 13 ნოემბერს ეკურთხა. ამ დღიდან მოყოლებული იგი არა მხოლოდ ლოცვისა და ღვთისმსახურების ადგილს, არამედ სულიერი, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს.
ტაძრის საქმიანობა ქრისტიანულ მოძღვრებასა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას ეფუძნება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა თაობის სულიერ და ზნეობრივ აღზრდას. ამ მიზნით ტაძართან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და რეგულარულად ტარდება სხვადასხვა შემეცნებითი პროგრამა, რომლებიც მრევლს ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობაში ეხმარება.
ტაძრის მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა. სხვადასხვა დროს იმართება საქველმოქმედო და გასვლითი ღონისძიებები, რომლებიც ურთიერთდახმარების, თანადგომისა და ქველმოქმედების ქრისტიანული პრინციპების განმტკიცებას ემსახურება.
აქტიურად ვითარდება ახალგაზრდული მიმართულებაც. საზაფხულო და ზამთრის სკოლები, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები, ასევე წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების დაახლოებას ეკლესიასთან, თაობებს შორის კავშირის გაძლიერებასა და საზოგადოების ერთიანობის განმტკიცებას.
ტაძრის საქმიანობის მთავარი მიზანია რწმენის, ცოდნისა და სიკეთის ჰარმონიული თანაარსებობის დამკვიდრება, რასაც საფუძვლად უდევს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები:
„სიკეთის კეთებაში არ მოვიღალოთ, რამეთუ თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდეთ.“
ამ პრინციპით წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი განაგრძობს მსახურებას, ზრუნავს ადამიანების სულიერ განვითარებაზე და საზოგადოებაში ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებას უწყობს ხელს.
„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“
სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.
ხონოწმინდობა - დღესასწაული მთიან აჭარაში
საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ხინოს ხეობაში სასულიერო ცხოვრების აღდგენის იდეა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის უკავშირდება.
ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია
ბეთლემის აღმართზე მდებარე ტაძარი XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და სულიერი ძეგლია.
საქართველოს მატიანე
თემქაზე, ყეენის მთაზე აღმართული გრანდიოზული მონუმენტი საქართველოს ისტორიის, სარწმუნოებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ამბავს გვიყვება.
ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია
ტოპონიმი ორი ქართული სიტყვის, „ციხისა“ და „ჯვრის“ გაერთიანებით არის მიღებული.