სასულიერო პირები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ

მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). ფოტო: მჟკ
მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა. ჩვენთან საუბარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს და მრევლს დღესაწაულს ულოცავს.
,,ყველას ვულოცავ სვეტიცხოვლობას, 12 მოციქულის შეწევნა ჩვენ გვჭირდება ძალიან, იმიტომ რომ ჩვენი ერის დანიშნულებაა ვიქადაგოთ. არა მარტო ჩვენ ვიყოთ ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველი, არამედ ჩვენ ყველა ადამიანს ვინც დაშორებულია ეკლესიას ან საერთოდ არ არის ქრისტიანი, დავეხმაროთ რომ ეკლესიის წიაღში იყოს და ემსახუროს ჭეშმარიტ ღმერთს, დაიმსახუროს რისთვისაც შექმნა ღმერთმა ადამიანი, მარადიული ნეტარი ცხოვრება. ჩვენთან არს ღმერთი!’’
დეკანოზი მიქაელ ვაჩნაძე იხსენებს წლების წინ როგორ აღინიშნებოდა დღევანდელი დღე სვეტიცხოველში.
,,სულ ყველას გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულს. ამ დღეს დაახლოებით 40 წლის წინ მთელი საქართველო იკრიბებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში. მე მომსწრე ვარ ამ ყველაფრის. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას სულიერ და ყველანაირ განვითარებას. ღმერთმა დაგლოცოთ. გეწეოდეთ დღევანდელი დღის ძალა და მადლი. ამინ!’’
დეკანოზი გიორგი აბუაშვილი:,,უნდა აღინიშნოს, რომ უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე ქართველი ერისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რადგან სვეტიცხოველი არის დედა ეკლესია ჩვენი სამშობლოსთვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი იდენტობის ძეგლია ეს ტაძარი და დღეს არის სწორედ ამ ტაძრის დღესასწაული. 12 მოციქულის სახელობისაა ეს ტაძარი. მოციქულებმა განავრცეს მთელს მსოფლიოში ქრისტიანობა, ისინი არიან ქრისტეს გზის გამგრძელებლები. მათი ლოცვა-კურთხევით ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია .
უნდა აღინიშნოს, რომ წირვა, რომელიც ჩატარდა სვეტიცხოვლის ტაძარში, აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ. ეს წირვა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიხარულითა და მადლიერებით , როგორც ჩვენი უდიდესი წმინდანების, მოციქულების მიმართ, ასევე ჩვენი ეკლესიის ისტორიის მიმართ. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი.’’
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში მიბრძანდა.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.