სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათერო ტაძარში
სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
პროცესი ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ერთობლივი, ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.
სულ გადმოასვენეს 11 მოქალაქის ნეშტი. 2 სამხედროა, ხოლო 9 მშვიდობიანი მოქალაქე. ოჯახების გადაწყვეტილებით, მათ სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძალავენ. პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი , სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
გადმოსვენებულთა შორის არიან: არჩილ შერია, ოთარ ვასაძე, იაგო ბზიკაძე, ავთანდილ მაკალათია, შალვა კოხია, სვეტლანა კოხია, შოთა შერია, ვახტანგ შერია, ომარ გოგია, გურამ ზარანდია და გულვერ გაგუა.
აღნიშნული ჰუმანიტარული მექანიზმი წლებია მუშაობს და მისი მიზანია 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება, იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აჭარაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა.
წაიკითხეთ ასევე
ვატიკანში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და გამოფენა გაიმართა
კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ.
პატრიარქმა ბართლომეოსმა ბულგარეთში ლიტურგიაზე დუმენკო მოიხსენია
ეკლესიაში შეკრებილმა მორწმუნეებმა პატრიარქ ბართლომეოსის მიერ განხეთქილების მოხსენიებას „ანათემა!“ შეძახილებით უპასუხეს.
ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ღვაწლმოსილი პედაგოგები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მანანა კიკნაძესა და ლია რამინიშვილს თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლები და მადლობის სიგელები გადასცა.
ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე აღინიშნა ბაგრატის ტაძარში
ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღავლინა.
უბისის მონასტერში გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს საზეიმო წირვა აღევლინა
საღმრთო ლიტურგია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ეპარქიისა და სტუმარი სამღვდელოების თანამსახურებით აღასრულა.
ეკვადორში მსახურების დროს ჩამოვარდნილმა ჯვარმა კათოლიკე მღვდელი იმსხვერპლა
გუაიაკილის არქიეპარქიამ პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარის გარდაცვალება დაადასტურა — ღვთისმსახურება სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.