სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში შეკრებილი მღვდელმსახურები და მრევლი პატრიარქს ინტრონიზაციას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ

12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, საქართველოს ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის აღსანიშნავად სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს გაესაუბრა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპოდენტი.

რუსუდან შაიშმელაშვილი - საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი.

ზვიად სეხნიაშვილი - საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელი.

გია აბესალაშვილი (მსახიობი).- ,, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს. ანდრია პირველწოდებულის დღეს ვულოცავ ყველას. ეს იყო ჩვენი პირველი დიდი სიხარული, რომ მოგვაქციეს ქრისტიანობაზე.პატრიარქის ინტრონიზაცია არის ძალიან სასიხარულო. უწმინდესმა ილია მეორემ თქვა, მიტროპოლიტი შიო გამოარჩია თვით წმინდა გიორგიმ. ეს მისი სიტყვებია. ჩვენ ქართველებს გამოგვირჩია მიტროპოლიტი მეოხად. "

მერი უდესიანი- საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩოხოსანი: ,,დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა უფალს რომ მოგვასწრო ამ დღეს. მე ვფიქრობ მსოფლიოში დღეს ამაზე დიდებული არაფერი არ ხდება. რაც მთავარია ერს ჰყავს ისეთი პატრიარქი, რომელსაც იმსახურებს. მადლობა ღმერთს რომ ჩვენ ასეთი პატრიარქი ავირჩიეთ".

მღვლელ- მონაზონი ირინეოსი -,,ნამდვილად ამაღელვებელი და ისტორიული დღეა ქალაქ მცხეთაში. საქართველოს ჰყავს ახალი პატრიარქი შიო მესამე უწმინდესი და უნეტარესი. ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას, ღვთის შეწევნას და ყველას მამობას. ეს არის მთავარი. ეს იქნება ჩემი სურვილი და ჩანაფიქრი. რომ მან შეძლოს ამ ჯვრის მსუბუქად ტვირთვა და წინამძღოლობა მორწმუნე ქართველი ერისა."

მონაზონი იოანე სუხიშვილი. - ,,ქრისტე აღსდგა! დღეს საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია ზეიმობს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრუნების დღეს და ამავდროულად ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულს. ასევე 142-ე მეთაურის ინტრონიზაციას. ისტორიული და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. რადგან 50 წლის შემდეგ, უდიდესი მოვლენის მოწმე ვართ. ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს შიო lll საქართველოს ეკლესიის მეთაურობას. ვუსურვებ ხანგრძლივ , ჯანმრთელ სიცოცხლეს , ულევ სიკეთეს, სიხარულს, მრევლის მატებას ტაძარში. იმ ნატვრის ასრულებას რასაც ილია მეორე ნატრობდა, სრულიად საქართველოს პატრიარქი ყოფილიყოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს. "

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახალი პატრიარქის სიტყვა სვეტიცხოველში.

წაიკითხეთ ასევე

ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში პროფესორებმა გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს.

სხალთის ეპარქიაში პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საჯარო ნათლობა ჩატარდება

სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, ოქტომბერში, სხალთის ეპარქიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ეწვევა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი აკურთხეს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად ჯვრის კურთხევის მსახურება აღასრულა.

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა

საჩხერეში გამართულ სრულიად საქართველოს VIII კონკურს-ფესტივალზე „ქართული საგალობლები“ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს.

საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს

სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა

საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.