30 აპრილი წმინდა მოწამე ადრიანეს ხსენების დღეა
წმინდა მოწამე ადრიანე (+251)
ერთ წარმართულ დღესასწაულზე უღმრთოებმა ყველა ქრისტიანი გამოიყვანეს საპატიმროებიდან იმ პირობით, რომ მსხვერპლს შესწირავდნენ კერპებს. წმინდა მოწამესაც აიძულებდნენ სამსხვერპლოსთან მისულიყო და იქ ხელისგულზე ძალად დადებული შესაწირავი დაეყარა და ამით თითქოსდა კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. წმინდანი მხნედ, თამამად მივიდა სამსხვეპლოსთან, დაანგრია იგი, ზედ დადებული მსხვერპლი ცეცხლთან ერთად მიმოფანტა.
ამ საქციელით მან მმართველი და იქ მყოფი წარმართები ისე განარისხა, რომ წმინდანი შეიპყრეს და უმოწყალოდ სცემეს. ზოგი ჯოხით სცემდა, ზოგიც რკინის წკეპლით, სხვებმა კი ქვებით კბილები ჩაუმსხვრიეს. ბოლოს კი დიდი ღუმელი გაახურეს და წმინდანი შიგ ჩააგდეს.
წმინდა ადრიანე ხორცით ღუმელში დაიწვა, ხოლო სულით კი წარდგა უფლის წინაშე. ბასილის თვენის მიხედვით წმინდა მოწამე ადრიანე ლეონიდესა და ირინესთან ერთად ეწამა, რომელთა ხსენებაც 16 აპრილსაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2026 წლის 28 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.